ხაბეიშვილი: თუ პარკირების საფასური 50 თეთრით განისაზღვრა, მოქალაქეებს წელიწადში 700-800 ლარის გადახდა მოუწევთ

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები “კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ხაბეიშვილის თქმით, პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს, რომ კახა კალაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადმინისტრირებიდან ტაშფანდუით გაიყვანა „სითი პარკი“, თუმცა მოსახლეობის პარკირების პრობლემები ამით არ გადაწყვეტილა.

“სითი პარკის სახელთან კი არ ჰქონდა თბილისელებს პრობლემა, არამედ პრობლემა იყო პარკირების ადგილები. ჯარიმები იყო დიდი და საურავები ერიცხებოდათ მოქალაქეებს. მათ შორის, ავტომობილების გადაყვანა ხდებოდა საჯარიმო სადგომზე. დღეს რა შეიცვალა? არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია თბილისს, ჯარიმები არის იგივე, საურავებიც იგივე. ადრე თუ ავტომობილი “სითი პარკს“ გადაყავდა, ახლა სატრანსპორტო სამსახურს გადაყავს იგივე სახით, ანუ, ადმინისტრირება არის აბსოლუტურად იგივე, ერთადერთი რაც იცვლება პარკირებასთან დაკავშირებით არის საფასური“, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, თუ პარკირების საათობრივი საფასური 50 თეთრი გახდება, 5–6 საათით პარკინგზე ავტომობილის გააჩერების შემთხვევაში მფლობელს დღეში დაახლოებით 3 ლარის გადახდა მოუწევს, თვეში დაახლოებით 70–80 ლარის, ხოლო წელიწადში – 700–800 ლარის. ხაბეიშვილის განმარტებით, მანამდე საპარკინგე ადგილი წელიწადში 50 ლარი ღირდა.

ამასთან, ხაბეიშვილმა იმის შესახებაც ისაუბრა, პარკირების თანხებით რამდენად გაიზრდება თბილისის ბიუჯეტი.

მისივე თქმით, ლოგიკა, რომ პარკირების საფასურს გავზრდით და შედეგად ქალაქში აღარ იქნება საცობები, “ანეკდოტია და წარმოუდგენელია“. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში შესაბამისად არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოქალაქეები ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.

“2014 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმების სახით 20 მილიონი ლარი შედიოდა. წელს კალაძეს 40 მილიონი ლარი აქვს დაგეგმილი. 2–ჯერ მეტს ამოიღებენ მოსახლეობის ჯიბეებიდან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ვინმეს ორჯერ მოემატა ხელფასი, ან ორჯერ გაეზარდა შემოსავალი? – არა. პირიქით, ორჯერ გაღარიბდნენ მოქალაქეები. დავით ნარმანიასთან შედარებითაც კი 12 მილიონი ლარით მეტის ამოღებას გეგმავს კალაძე. თავიდან საუბრობდნენ, რომ საათობრივი 20 თეთრი იქნებოდა, ახლა ამბობენ, რომ 50 თეთრი იქნება. დაფიქრდნენ თბილისელები, კალაძე რამდენად კარგი მერია. ჩვეულებრივი თაღლითი და აფერისტია, რომელიც ადგა და თბილისელები მოატყუა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მათი ფრაქცია იბრძოლებს, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ეს ცვლილებები საკრებულომ არ მიიღოს ან გადავადდეს.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია მერია ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედებას მას შემდეგ გეგმავს, რაც მოსახლეობას ახალი ავტობუსების
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის კომისია კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების საფასურის ოდენობის დადგენის საკითხზე მსჯელობს.
წინა სტატია თბილისში პარკირების საფასური A, B და C ზონების მიხედვით, განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე
წინა სტატია თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის საკრებულოს
წინა სტატია კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებამდე, ტაქსებისთვის უფასო საპარკინგე ადგილები განისაზღვრება. მერიის
წინა სტატია ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა
წინა სტატია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით
ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც
წინა სტატია საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, -
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარკირების საფასურის აზრი ის არის, რომ შემცირდეს მანქანების მოხმარება, - განაცხადა
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში პარკინზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად
წინა სტატია დროებითი კომისიის მიერ შეთავაზებული პარკირების ფასები "თაუნ პარკისთვის“ მისაღებია. კომპანიის მენეჯერის ბაჩუკი ყურაშვილის
%d bloggers like this: