ქეთევან წამებულის ქუჩაზე ავტოფარეხების ნაცვლად სკვერს აწყობენ

843

ისნის რაიონში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირი N76 და N76-ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარე წელს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით ავტოფარეხებს დემონტაჟი ჩატარდა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება: ბავშვთა გასართობი მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებით; კალათბურთისა და ფეხბურთის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი; დაიდგმება დასასვენებელი სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება; დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და ლამპიონები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები; მოეწყობა თანამედროვე ავტოპარკინგი.

პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 890 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.