ავლაბარში 7 ავტოფარეხის ნაცვლად პარკინგი მოეწყობა

31

ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში, შვიდი ავტოფარეხის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა.

“მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან წამებულის N76-სა და N76 ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც ამ უსახური კონსტრუქციების დაშლის სურვილი გამოთქვეს და სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი გარემო თანამედროვე, ცივილურ სახეს მიიღებს. მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზე გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება “, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.