კრწანისისა და დიდუბის რაიონში მიუსაფარ ძაღლებს ხის სახლები დაუდგეს (ფოტო)

2843

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კრწანისისა და დიდუბის რაიონის ბინადარ მიუსაფარ ძაღლებს ხის სახლები დაუდგა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ორი სახლი კრწანისის რაიონში, დამეგობრებული ქალაქების სკვერსა და კრწანისის ქუჩის 16 ნომერში განთავსდა, ხოლო ერთი სახლი დიდუბის რაიონში, ბრატისლავას სახელობის სკვერში დაიდგა.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქუჩის ცხოველებისათვის სახლები 10 მისამართზე განთავსდება.