გლდანის რაიონში 5 ფანჩატური და 8 ფიტნეს ზონა მოეწყობა

1310

გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე მოსასვენებელი პავილიონის, რვა მისამართზე კი ფიტნეს ზონის მოწყობა დაიწყო.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, ფანჩატური მუხიანში მეოთხე ბ მ/რ N 25; გლდანის I მ/რ, N 2 ბ და მეექვსე მ/რ N 2 კორპუსების, ასევე, გლდანის ხევი N1; ზაჰესი, ავჭალის ქუჩის N11 კორპუსებთან განთავსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “თიდა” აწარმოებს.

რაც შეეხება ფიტნეს ზონებს, მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სატრენაჟორო მოედნების საფუძველი ოთხ მისმართზე უკვე მომზადა, კიდევ ოთხ მისამართზე კი – უმოკლეს დროში მომზადდება.

ფიტნეს ზონები შემდეგ მისამართებზე მოეწყობა: ლიბანის ქუჩა N1, გლდანის ხევი N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, გმირ კურსანტთა III შესახვევი N3, გლდანის მე-2 მ/რ N24-24ა-24 ბ; მე – 8 მ/რ N29 , მე- 3 ა მ/რ N 23-24, I მ/რ N3ბ და მუხიანის 4 ა მ/რ N17ა კორპუსები.

სამუშაოების შედეგად, დამონტაჟდება სხვადასხვა დატვირთვის სავარჯიშო ტრენაჟორი, დაიგება კაუჩუკის საფარი და ფიტნეს ზონისთვის განკუთვნილი სივრცე გადაიხურება. ფიტნეს ზონების მოწყობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯეო პარკი” ხელმძღვანელობს. სამუშაოების ღირებულება 285 440 ლარს შეადგენს.