ავჭალაში 3 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

92

ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს.

კერძოდ, როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ,  ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ინვენტარი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია “პე-ბე“ აწარმოებს, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

“სპორტული სივრცეების მოწყობა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. სამი, სრულიად ახალი მოედნის მოწყობა უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები ახალი სპორტული სივრცეებით ისარგებლებენ. სპორტული მოედნების გარდა, რაიონში ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოებსაც აქტიურად ვახორციელებთ“, – განაცხადა გლდანის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.