გორის მერიის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია

485

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდი  www.gori.gov.ge გათიშულია.

გორის მერიაში განმარტავენ, რომ საიტის გათიშვის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური შეფერხებაა და დღის ბოლომდე ვებგვერდი ამუშავდება.

“დღეს გაითიშა საიტი, სავარადოდ, ტექნიკური შეფერხებაა, უკვე ჩავაყენეთ შესაბამისი სამსახური საქმის კურსში და აუცილებლად ჩაირთვება. სხვა რაიმე პრობლემა არ არსებობს“, -განმარტავენ მერიაში.