თბილისში 19 ლითონის საფეხმავლო ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდება

818

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მიმდინარე წელს, თბილისში 19 ლითონის საფეხმავლო ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდება, რომელსაც დედაქალაქის მერია საწყობებში განათავსებს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, დასაწყობების შემდეგ, აღნიშნულ კონსტრუქციებს რა ბედი ეწევა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ კონსტრუქციებს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე აიყვანენ.

ამჟამად, დედაქალაქში 38 საფეხმავლო ლითონის ხიდია. რამდენიმე თვის წინ, ვაშლიჯვრის ესტაკადის სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო ერთი მათგანის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

მერიის განმარტებით, ქვეითებისთვის განკუთვნილი ლითონის ხიდის აღების შემდეგ, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, ე.წ ზებრა გადასასვლელი მოეწყობა.

ამასთან, ლითონის ხიდების დემონტაჟებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეითებისთვის განკუთვნილ ყველა საფეხმავლო ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდება.