ანგარიში: ავტობუსების მიერ მოხმარებული დიზელი ევროკავშირის სტანდარტს არ შეესაბამება

1019

სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიში  სუფთა ჰაერის უფლების მნიშვნელობას, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს ასახავს.

“დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.