“მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პატრონობისთვის 315 647 ლარი დაიხარჯება

884

თბილისში მდებარე “მშვიდობის ხიდის” მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 3 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 647 ლარია. მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ძირითადი ელექტრონული და პროგრამული მოწყობილობები დამზადებულია კონკრეტულად “მშვიდობის ხიდის“ პროექტისთვის და არ არის სერიულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათადარიგო ნაწილების მოძიება თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.