ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში გზის აღდგენას ითხოვენ

591

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა გზის შეკეთების მოთხოვნით 23 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლის მცხოვრებლები ობუჯი-ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მერიას გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ, რომ ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

შეგახსენებთ, რომ გზის მშენებლობის მოთხოვნით ჯიხაშკარში აქცია გასულ წელსაც გაიმართა. მაშინ ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა.