გზას, რომლითაც ტყიბულის 15 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაცია უტარდება

781

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირი – სოჩხეთის საავტომობილო გზის 15,6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს “დაგი+“ აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

“აღნიშნულ მონაკვეთზე 6 მეტრი სიგანისა და 10 სმ სისქის ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, რომლის ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს. ორპირი-სოჩხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი სარგებლობს”, – განმარტავენ ტყიბულის მერიაში.