სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან კახეთის რეგიონისთვის 4 182 000 ლარია გამოყოფილი

583

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში საერთო კრებების ჩატარება 15 იანვარს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კახეთის რეგიონზე 4 182 000 ლარია გამოყოფილი. 

“აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საჯარო კონსულტაციებისა და კრებების ჩატარების მიზნით, გაიმართა 232 შეხვედრა და 283 სოფლის მოსახლეობის მიერ მოხდა პრიორიტეტების განსაზღვრა

რეგიონის მასშტაბით, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – ამბობენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კახეთის რეგიონში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკვერების, ატრაქციონების, საბავშვო ბაღებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, სპორტული ინფრასტრუქტურის, გარეგანათების,  სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გადაწყდა.