ახალქალაქის მერი: როგორც კი დათბება, არასწორად დაწერილ ბანერებს შევცვლით

1280
არასწორადაა დაწერილი სოფლის სახელი (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ახალქალაქის მერიაში იმ სოფლების ბანერების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რომლებზეც სოფლების დასახლებები არასწორადა დაწერილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, როგორც კი თოვლი გადნება, სოფლებში ბანერების შეცლვა დაიწყება.

ახალქალაქის მერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს აბრების საკითხის შესწავლა 13 თებერვალს დაავალა, ვინაიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომითაა დაწერილი.