თემქაზე და გურამიშვილის გამზირზე წელს სკოლების მშენებლობა დაიწყება

742

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება.

“მნიშვნელოვანია რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი. მინისტრის მოადგილეებთან, ნათია ზედგინიძესთან და ირინა აბულაძესთან ერთად, თემქის 138-ე და სანზონის 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ და სამუშაო პროცესი დავგეგმეთ,” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.