სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

822

სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირის განმავლობაში, 8-დან 15 მარტის ჩათვლით არის დაგეგმილი, მაგრამ რადგან 16 მარტი შაბათია, სასწავლო პროცესი 18 მარტს განახლდება.

მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად, მოსწავლეები 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ, ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდში.