“ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი ხარჯების შემცირებაზე: მალე თანამშრომლებს ტუალეტის ქაღალდი არ ექნებათ

642

წინა სტატია

ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს მოუსმინა. ინფორმაციას ლაივპესი ავრცელებს.

ანგარიშის მოსმენისას ნუგზარ მალაშხიას დეპუტატებმა ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რაზეც მალაშხიამ უპასუხა, რომ ჰიგიენის საშუალებებისთვის თანხა იმდენად შემცირდა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მალე ტუალეტის ქაღალდი არ ექნებათ.

“გასულ წელს 38 ათასი ლარი დაჯდა სარეცხი, საპნის, ქაღალდების შეძენა. წელს კი საშუალება არ გვაქვსო და შევამცირეთ. 20 ათასი ლარი გვაქვს და აგვისტოს მერე აქ ქაღალდი გაგიჭირდებათ“,- თქვა ნუგზარ მალაშხიამ.

დასუფთავების ცენტრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 200 000 ლარია. აქედან, 2 882 040 ლარი ხელფასებზე იხარჯება. ცენტრში დასაქმებულია 474 ადამიანი.

საკრებულოს დეპუტატებმა “ზუგდიდდასუფთავების“ საქმიანობის შესწავლაში ექსპერტების ჩართვა მოითხოვეს.