ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 37 მილიონი დაიხარჯება

743

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, გზების დეპარტამენტი ქუჩების რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 37 მილიონ ლარს დახარჯავს.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით.  რეაბილიტაცია ჩაუტარდება: აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს, წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს, თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს, საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს, გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს, ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს, ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს, შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს, ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს, ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.

ჭიღვარიას განცხადებით, ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა.