ოლიმპიური აუზი რაგბის მოედნის ნაცვლად – ჩანაცვლებული პროექტები ქუთაისში (ვიდეო)

945

წინა სტატია

ქუთაისში თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაზე დაპირება მეორედ გაიცა. ამჯერად, ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქს აუზის მშენებლობის პირობა პრემიერმინისტრმა მისცა.  ინფორმაციას ნიუორესი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

პროექტი აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის გასახდელების და საშხაპეების მოწყობას უნდა ითვალისწინებდეს. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.

როგორც გამოცემა “ნიუორესი წერს” გავრცელებული ინფორმაციით, აუზი იუსტიციის სახლის უკან და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ უნდა მოეწყოს.

‘ნიუპრესის” ინფორმაციით, მთავრობის რამდენიმე წლის წინ გაკეთებული დაპირების თანახმად კი, ამ ადგილზე ახლა რაგბის თანამედროვე მოედანი უნდა იყოს. 2016 წელს წინასაარჩევნოდ იმჟამინდელმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სიმბოლურად კაფსულაც ჩაუშვა და დაანონსდა, რომ აქ ჩემპიონები გაიზრდებოდნენ. პროექტი ისე შეჩერდა, რომ რაგბის მოედნის მშენებლობა არც დაწყებულა, ამიტომ გაიზრდებიან თუ არა რაგბისტების ნაცვლად მოცურავე ჩემპიონები, ამის თქმა ძნელია, ამ დროისთვის კი ადგილზე მხოლოდ გამხმარი ბალახები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია.