ზუგდიდის მერიის სამსახურებში ცხელი ხაზი ამოქმედდა

1753

ზუგდიდის მერიის სამსახურებში დამატებითი ცხელი ხაზის ნომრები ამოქმედდა. თუკი მოქალაქე მანამდე მერიაში ერთ ნომერზე რეკავდა, ახლა შეუძლია მისთვის საჭირო სამსახურს ინდივიდუალურად დაუკავშირდეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ნომერზე 1308-ზე დარეკვით მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ პროგრამასა და მომსახურეობაზე.

მათივე ინფორმაციით, ცხელ ხაზზე დარეკვა ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან და საქალაქთაშორისო ტელეფონიდანაა შესაძლებელი.

ცალკეული პროგრამის ოპერატორების ნომრები: 1308 -101 – ჯანდაცვა; 1308-102 -სოციალური; 1308 – 103 – ეკონომიკა; 1308-104 – ზედამხედველობა; 1308-105 – ინფრასტრუქტურა; 1308-106 – კეთილმოწყობა; 1308-107 – ზუგდიდდასუფთვება;