“მზიურის პარკი”, შესაძლოა, ხილიანისა და დოლიძის ქუჩას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდეს

1259

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, რომელზეც მაია ცქიტიშვილი “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდიოდა, ხილიანის ქუჩისა და განახლებული “მზიურის პარკის“ საფეხმავლო ბილიკით დაკავშირების ინიციატივა გამოთქვა. რაზეც რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ხილიანისა და დოლიძის ქუჩისა და “მზიურის პარკის“ საფეხმავლო ბილიკის დასაკავშირებლად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

“რაც შეეხება დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, “მზიურის პარკის“ ხილიანთან დაკავშირებასთან დაკავშირებით, საინტერესო ინიციატივაა. ჩვენც ვიყავით ადგილზე. თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთანაც გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ახლა ამ ეტაპზე, გვინდა, პროექტირებაზე კონკურსის გამოცხადება, რადგან “მზიურის პარკის“ დოლიძესა და ხილიანთან საფეხმავლო კავშირი ნამდვილად იქნებოდა საინტერესო და ჩვენ ახლა ამის პროექტირების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.