ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა

2077

წინა სტატია

რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამ “Af&Co-მ” 2019 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა, სადაც ქართული საჭმელი წლის სამზარეულოდ, აჭარული ხაჭაპური კი წლის კერძად დაასახელა.

“Af&Co” ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს.

რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს, ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე, ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში” არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა