საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი შეიქმნება

645

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის დაარსება იგეგმება.

“ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომელიც ინფრასტრუქტურის მხრივ მთას აქვს. ამის გარდა სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ აუცილებელი მიმართულებების, რომლიც განვითარება არის საჭირო. ამ თვალსაზრისით ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების მომარაგება, მზის პანელების მეშვეობით დაგეგმილი გვაქვს 2019-2020 წლებში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთის ფაკულტეტის შექმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ინიციატივაა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით მთის კანონის მიღების კვირეულში 16 ივლისს, რომელშიც იმედია, ყველა ჩაერთვება“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.