მაია ცქიტიშვილი: გვინდა, ხალხისგან მივიღოთ ინფორმაცია და ამიტომ ვესწრებით სოფლის კრებებს

968

ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია მედიის უკმაყოფილება იმ ფაქტმა, რომ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები სოფლის კრებებს ესწრებიან. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ცქიტიშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მან აღნიშნა, მედიაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ესწრებიან სამინისტროს წარმომადგენლები სოფლის კრებებს. ეს კითხვები კი მისთვის გაუგებარია, რადგან, როგორც მან თქვა, ეს არის კარგი საშუალება მისახლეობის საჭიროებებზე ინფორმაციის მისაღებად.

“ვესწრებით იმიტომ, რომ ეს არის კარგი საშუალება, რათა პირდაპირ მივიღოთ ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებაზე,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მან, ასევე, განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ ხელისუფლებას დაანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის, რა უნდა.

როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები 15 იანვრიდან იმართება. კრებების გარკვეულ ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ინფრასტრუქტურისთავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და ცენტრალური ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელ ლამისყანაში ისიც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონს კეთილმოაწყობს. ეს კი, ექსპერტთა აზრით, უწყების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა იქნება.