ცქიტიშვილი: 2019-2023 წლებში 227 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა იგეგმება

682

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, რომ 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი.

“ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში. ამიტომ, წარმოვადგენ იმ გეგმებს, ეტაპებს თუ როგორ განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. პირველი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი არის მარშრუტი წითელი ხიდიდან – სადახლოდან სარფამდე. 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან მიმდინარეობს 77 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.