ახმეტის ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დახურეს

642

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, სოფელ ყვარელწყალის, სოფელ დუმასტურისა და სოფელ ხორხელის საბავშვო ბაღები დროებით დახურა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი კვების ბლოკში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღების სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამობები იყო და არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები 1 200-1 200 ლარით დაჯარიმდნენ და სტანდარტების შესაბამისი კვების ბლოკების მოწყობის ვადა მიმდინარე წლის მაისამდე მიეცათ.