მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენას გეგმავს

953
ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე

თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.

გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 90-იან წლებში შეწყდა მისი მოვლა-ექსპლუატაცია, ხოლო 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა.

ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.