თელავში ნადიკვრის პარკისა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

141

წინა სტატია

თელავში ნადიკვრის პარკისა და მრავალსართულიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

“ვიწყებთ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას, რომელიც ითვალისწინებს ამფითეატრის გადახურვასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნული პროექტისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, ჭავჭავაძის ქუჩა 2-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ხოლო, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ყადორის ბინების ფასადები შეიღებება. ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 1 323 000 ლარი”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.