ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

1496

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ქვემო ქართლში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზენტაცია “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, სოფიო ბეროშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინეს.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისა და საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას.

ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ თავშესაფარი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამდენად, რეკომენდირებულია, ის მარნეულის ტერიტორიაზე აშენდეს.

ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი, წალკის მერი ილია საბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.