ფოთის საკრებულოს წევრებსა და ფრაქციებს 1 წლის განმავლობაში ინიციტივა არ ჰქონიათ

652

წინა სტატია

ერთი წლის განმავლობაში ფოთის საკრებულოს 25 წევრიან საკრებულოში სიტყვის უფლებით მხოლოდ 21-მა დეპუტატმა ისარგებლა, ინიციატივა კი არცერთ მათგანს, მათ შორის, ფრაქციებსაც არ ჰქონიათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ყველაზე ხშირად, 24-ჯერ სიტყვის უფლებით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ ისარგებლეს. ორივე მათგანს 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გაცდენა აქვს,

ფოთის საკრებულოდან გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ დეპუტატებს: ნინო ბაკურაძეს, დავით ესებუას, აპოლონ ბჟალავს და ოთარ ხარჩილავას, რომელსაც საკრებულოს ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე აგვისტოში უფლებამოსილება შეუწყვიტეს, ხოლო სექტემბერში მისი ადგილი თორნიკე ხარჩილავამ დაიკავა.

2018 წელს საერთო ჯამში ფოთის საკრებულომ 25 სხდომა გამართა და ყველა სხდომას მხოლოდ 1 დეპუტატი ესწრებოდა.