კომპანია m²-ს ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის გახსნა სურს

701

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დეველოპერული კომპანია “m²-ის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ კომპანიას ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის გახსნა სურს, რომლის კურსდამთავრებულებიც ტურიზმის სფეროს მოემსახურებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“პროფესიული კოლეჯის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე გვინდა ხელი შევუწყოთ მცირე ღვინის მარნების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

იბურდილაძე ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საჯარო განხილვაზე სკეიტპარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის იდეას განიხილავს. მან დღეს მოქალაქეებს ახალი სასტუმროს პროექტის დეტლები უნდა გააცნოს.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებიც იმყოფებიან, რომლებიც რეკრეაციულ ზონაში, დადიანების ეზოს სიახლოვეს ახალი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგი არიან.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია m²-მა” ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი  წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.