კიდევ 4 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1157

წინა სტატია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ 4 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის სოფელ არგვეთას, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოს, ლაგოდეხის სოფელ კაბალის და ხობის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

ამასთან, ტენდერი უკვე გამოცხადებულია ხარაგაულის სოფელ კიცხის, ჭიათურის სოფელ რგანის, ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარის, ადიგენის სოფელ ბენარის, ჩოხატაურის სოფელ გუთურის, მარნეულის სოფელ ცოფის და გორის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. 29 სკოლიდან 11 სკოლაზე პროექტირება-მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

“ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათეულობით სკოლას, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებს“, – ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.