ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელის გახსნას ითხოვენ

774
მიწისქვეშა გადასასვლელი ქუთაისში

წინა სტატია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელძღვანელმა გოგი წულაიამ  ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის უფუნქციობა გააპროტესტა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“გვირაბის გახსნა შარშან, აპრილში ჰქონდათ დაანონსებული. ზაფხულზე აქ, ამ ადგილზე ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, იმის გამო რომ მიწისქვეშა გადასასვლლი არ ფუნქციონირებს. სირცხვილია, რომ ამ ყველაფერს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მივმართავ ხელისუფლებას, გაგვცენ პასუხი კითხვაზე, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრების მიმართ და სცხვენიათ თუ არა იმის, რომ 21-ე საუკუნეში გადასასვლელი ასეთ მდგომარეობაშია” – განაცხადა გოგი წულაიამ. მისი თქმით,  ხელისუფლება მოქალაქეებზე მეტად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

“არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია რომელიმე ბიზნესმენს მისცე ფული და შემდეგ ის მიხედავს ყველაფერს. ოდნავი სიყვარულია საჭირო, საკმარია, ქვეყანა ფულზე მეტად გიყვარდეს და ყველაფერი მოგვარდება”,  – განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მიწისქვეშა გადასასვლელი მერიის ა(ა)იპ “სპეციალურმა სერვისებმა”  გასული წლის აპრილში დაასუფთავა, მაშინ ქალაქის მერიაში აცხადებდნენ რომ ტერიტორია მოწესრიგდებოდა და გაიხსნებოდა.