მესტიის სოფელ წვირმში სკოლის მშენებლობისთის 1 298 588 ლარი დაიხარჯება

694

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მესტიის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 298 588 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. უცხოური საწარმოს ფილიალი “კლასიკ-სტროი“ შეასრულებს

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. შენობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასრუქტურით (წყალი, შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, გარეგანათება). შენობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილით და პანდუსით.

სამშენებლო კომპანია ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმები. ასევე გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა სვანეთის კლიმატთან. მშენებლობისთვის გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს“, – აცხადებენ მერიაში.