ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურეობისთვის ტენდერს აცხადებს

629

ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურეობისთვის ტენდერს აცხადებს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს  ქუთაისის  მერიის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისათვის კვებითი მომსახურება.

ტენდერის ღირებულება 4 ათას ლარს შეადგენს. მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ 110 პერსონაზე უნდა უზრუნველყოს. თანხა 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ერთი წლის ვადით ხდება.

აღსაიშნავია, გასულ წელს ქუთაისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში 138 000 ლარი დახარჯა.

წყარო: newpress.ge