ვინ განიხილება ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე

779

წინა სტატია

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მოადგილის თანამდებობაზე გამოცემა”ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე განიხილება.

“ქუთაისიპოსტთან” საუბარში ლაშა გვენეტაძე ადასტურებს, რომ მან ქალაქის მერისგან შეთავაზება მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია.

“იყო კონსულტაციები ამაზე ქალაქის მერთან. სადაც დავჭირდები იქ დავუდგები გიორგი ჭიღვარიას”, – ამბობს ლაშა გვენეტაძე.

საკრებულოს წარმომადგენლისგან განსხვავებით, გიორგი ღავათაძე განმარტავს, რომ შემოთავაზება არც ქონია და არც აქვს სურვილი მერის მოადგილის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვიცემერთან ერთად თანამდებობიდან  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილიც გადადგა.