ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის დიზაინს გამოკითხვით არჩევს (ფოტო)

1087

წინა სტატია

ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს და ბულვარის დიზაინს შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს.

ბულვარის ყველა ელემენტის სასურველ ვერსიას – შადრევანს, საფეხმავლო ბილიკების ფილებს და სკამებს მოქალაქეები ხმის მიცემით შეარჩევენ. როგორც მერიაში განმარტავენ, ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტი ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში მოხვდება, რის შემდეგაც სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

ხმის მიცემის პროცესი დღეს 15 თებერვლიდან  დაიწყო და მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ხმის მისაცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.