ვაკის რაიონში 5 მისამართზე ფიტნეს ზონას აკეთებენ

737

ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონის მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ფიტნეს ზონები აბაშიძის N22-24, ყაზბეგის N47-49, ანჯაფარიძის N23-ში, შერვაშიძის N8-სა და ნუცუბიძის IV მ/რ N24 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა.

“პირველ ეტაპზე უკვე მომზადდა ტრენაჟორების მოედნების საფუძველი. ამ დროისთვის მოედნების გადახურვა მიმდინარეობს, ბოლოს კი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდება”, – განმარტავენ გამგეობაში.