ვაკის რაიონში 5 მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

743

ვაკის რაიონში ხუთ მისამართზე სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოები ფალიაშვილის N32-ში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N25 კორპუსში, III კვარტლის N16 კორპუსში, ასევე, V კვარტლის N2 და VI კვარტლის N38 კორპუსებში არსებულ სადარბაზოებს უტარდება.

“აღნიშნული პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი განაცხადების საფუძველზე დაიგეგმა”, – განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.

სადარბაზოს რეაბილიტაცია