გურჯაანის მერიაში ცეცხლი გაჩნდა

805

იმედინიუსის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ხანძარი იყო. ცეცხლი მესამე სართულზე, დილით გაჩნდა. დაიწვა მერის მოადგილის კაბინეტი და იქ არსებული ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელევიზორი.

ხანძარი შემთხვევით გამვლელმა შეამჩნია და სახანძრო სამსახურს აცნობა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროკაბელებიდან გაჩნდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.