გორის მერიამ 5 სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

581

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სკვერების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

5 სკვერის მოწყობაში გორის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 148 186 ლარი დაიხარჯება. ამასთან, აღნიშნულ თანხაში ატრაქციონების შეძენა და დამონტაჟება გათვალისწინებული არ არის.

სადგურის დასახლებაში ზუბალაშვილების ქუჩაზე 25 406, კომბინატში მშვიდობის ქუჩაზე 42 369,  წმინდაწყალზე მუსხელიშვილის ქუჩაზე 29 652, ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკის) ქუჩაზე 25 368, ვერხვების დასახლებაში კი სკვერის მოსაწყობად 25 391 ლარი დაიხარჯება.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 თებერვლიდან დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში კი, სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები მთლიანად უნდა დასრულდეს.