თბილისში ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება

წლის ბოლოსთვის ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაგავმზიდი ავტომობილების მოძრაობის სქემაც შეიცვლება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბითაძის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა, რომლებზეც ნაგავმზიდი მანქანები ღამით მოძრაობენ.

“საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ერთის მხრივ ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან გვიჭირს მოქალაქეების დარწმუნება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენები ღამით გაიტანონ, რადგანაც საცობები ავირიდოთ თავიდან. რეალურად, გვაქვს პრობლემები და მიმდინარე ეტაპზე იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადავდივართ. ამჟამად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება სამარშრუტო სქემების შესწავლაში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს საზოგადოებას შევთავაზებთ ნარჩენების სეპარირებული დახარისხების და შეგროვების სისტემის იმ მოდელს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ნარჩენებიდან შეგვეძლება უკვე პროდუქცია მივიღოთ და ბუნებრივია, ასევე, შეიცვლება ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემები, როგორც კვირის განმავლობაში, ასევე საათობრივი თვალსაზრისით“,- განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები