ბუაძე: ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა საავტომობილო მოძაობას არ შეაფერხებს

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა გრძელდება. ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი არ გამოიწვევს საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას.

“ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36-მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები საწარმოებელი, რაც ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობას მოხსნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ათეულობით ხის მოჭრის საჭიროება აღარ დგას. პროექტის ღირებულება ჯამში 4,7 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება”, – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები