ადიგენის სოფელ ბენარაში სკოლის მშენებლობაზე 2 470 043 ლარი დაიხარჯება

633

წინა სტატია

ადიგენის სოფელ ბენარაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის მშენებლობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი 2 470 043 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბენარაში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტიც მომზადდება და სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდება.

სკოლაში 12 საკლასო ოთახი, სამი კაბინეტი და ერთი ლაბორატორია იქნება. ასევე, მოეწყობა დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია, არქივი, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი და სანიტარული კვანძის ბლოკები, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლაში იქნება ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი და სველი წერტილები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაობი ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სულ 25 სკოლაა.