ბორჯომში საკანალიზაციო მაგისტრალის სამუშაოები მიმდინარეობს

584

ბორჯომში, თორის ქუჩაზე საკანალიზაციო მაგისტრალის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები თორის №6, №13 და №42-44 ხორციელდება.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, საკანალიზაციო მაგისტრალი გამოიცვლება ჯამში 400 გრძ.მ სიგრძის მონაკვეთზე. მისივე განმარტებით, მოეწყობა გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები, სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობას მოძველებული და ამორტიზებული სისტემით სარგებლობა წლების განმავლობაში უწევდა, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა.

გამგებლის ინფორმაციით, ახალი მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებისათვის 112 032 ლარი გაიხარჯება.

წყარო: ინტერპრესნიუსი