გორის კულტურის სააგენტოს დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

1164

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გელა კაპანაძემ ახალ მოადგილედ დავით დარბაიძე დანიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გორის მერთან შეთანმხებით მიიღო. მისი თქმით, დავით დარბაიძე კარგად იცნობს იმ სფეროს, რასაც კულტურა და ხელოვნება ჰქვია.

“დავითი არის ხელოვანი და ძალიან კარგი ადამიანი. ესმის კულტურა, მუსიკა და ხელოვნება ჩვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში ბევრი სამუსიკო სკოლაა და ის დიდწილად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ტურიზმის მიმართულებითაც იმუშავებს”, – ამბობს კაპანაძე.

თანამდებობაზე რჩებიან მისი მოადგილეები  გია ქვათაძე და ქეთევან დვალიშვილიც. ჯამში გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორს 3 მოადგილე ჰყავს.

“დიდი სააგენტოაა, 480 -მდე თანამშრომელი გვყვავს და სხვადასხვა მიმართულებებით ვმუშაობთ. სამუსიკო სკოლები, სამხატვრო სკოლა, ტურიზმი .. ამასთან, 200-მდე პედაგოგია ჩვენს თანამშრომლებს შორის და შესაბამისად, საქმეც ბევრია. მრჩეველს და თანაშემწეს აღარ დავამატებ, მგონია, რომ მე და ჩემი მოადგილეები თავს გავართმევთ ყველაფერს”, – განაცხადა კაპანაძემ.