თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა

724

წინა სტატია

თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა.

საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

თალაკვაძის თქმით, 15 მილიონი ევროს ოდენობით სესხი “თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განსახორციელებულ ინიციატივებს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ დაგეგმილია “თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება. კერძოდ, 9 მილიონი ევრო დაიხარჯება 63 ნაგავშემკრები მანქანების შესაძენად, ასევე მოხდება 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა, 1 300 000 ევრო – ნაგვის დასახარისხებელი სპეციალური სადგურის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო, 4 000 000 ევროზე მეტი – წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას და ასე შემდეგ.