თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62 800 000 ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო

642

წინა სტატია

თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62 800 000 ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო.

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 105 000 000 ლარის მოცულობის იქნება. მისივე თქმით, ამ მოცულობის ბიუჯეტი თბილისს არასდროს ჰქონია.

ხმალაძის განმარტებით, 2-3 თვეში ცენტრალური ბიუჯეტიდან მერის  105 000 000 ლარის ტრანსფერი ექნება. ამ თანხის მიღებამდე კი მერიას სურს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განსახორციელებლად 62 000 000 ლარზე მეტი მოცულობის საკრედიტო ხაზი გახსნას. ამდენად, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიამ კომერციული ბანკისგან სესხის ასაღებად თანხმობა საკრებულოსგან მიიღო.