ბიძინა გეგიძე კახა კალაძეს მიმართავს, ვერეს ხეობაში შენობის ასაშენებლად, კომპანია “ანაგს” ნებართვა არ მისცეს

“მივმართავ მერიას, მერს, არ მისცეს ნებართვა კომპანია “ანაგს” ვერეს ხეობაში გრანდიოზული შენობის ასაშენებლად”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ბიძინა გეგიძემ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც გეგიძემ აღნიშნა, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, ფრაქციას სპეციალური ინიციატივა აქვს შემუშავებული.

“ჩვენ ფრაქციას “ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოთვის” მომავალ კვირას გაგვაქვს სესიაზე ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხება რეკრეაციული და ჯანსაღი სივრცეების დაცვას. ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია, შემდეგ ჩაერთო მერია და მეორე მოსმენაზე 37 ხმა მივიღეთ, 50 ხმა იყო საჭირო და საკითხი ჩავარდა. ახლა ვაგრძელებ ბრძოლას, რომ გავიდეს. სწორედ ამ მიზნით იმართება კონსულტაციები. ამის პარალელურად ხდებოდა ისევ რეკრეაციულ ზონებში ნებართვების გაცემა კორპუსების ასაშენებლად, რაც ყოვლად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს კანონი გუშინ და გუშინწინ იყო მისაღები, უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე საერთოდ რომ არ გვქონდეს ეს კანონი. კანონის მიზანია შეაჩეროს მუნიციპალიტეტის მცდელობები ნებართვები რეკრეაციულ ზონებში, სპორტულ სივრცეებში არ გაიცეს და არ გაჩნდეს ურბანული ოკუპაცია. კითხვები საკმაოდ ბევრია”,- განაცხადა გეგიძემ.

მისივე თქმით, მერიამ კომპანია “ანაგს” ვერეს ხეობაში, თავდაპირველად რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვა არ უნდა მისცეს.

“რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანია “ანაგის” მიერ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანია “ანაგს”, არ უნდა მისცეს ნებართვა ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს.

რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინა მოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს – როგორ მოიხსნა ეს ვალდებულება, როგორ შეიცვალა?!”- განაცხადა გეგიძემ და დასძინა, რომ იმედია, კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება.

“დღეს პროფესიონალებისგან მივიღებთ რჩევებს, როგორ გადავარჩინოთ ეს ტერიტორია. იმედია, მხარდაჭერა ექნება კანონპროექტს”,- განაცხადა გეგიძემ.

ამასთან, გეგიძემ აღნიშნა, რომ ფრაქციის ინიციატივაა, მშენებლობის მაძიებელი მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი იყოს.

“გარდა იმისა, რომ შეიზღუდოს ნებართვების გაცემა მშენებლობებზე რეკრეციულ ზონაში და სპორტულ სივრცეებში, კიდევ დავამატეთ ის, რომ მშენებლობის მაძიებელი იყოს მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი. მარეგულირებელი კანონის ქვეშ მოხვდეს მშენებლობის ნებართვა. ისევ სახელმწიფოს ექნება იქ მშენებლობის უფლება მისი კონტროლის ქვეშ იყოს”,- განაცხადა გეგიძემ.

ფრაქციის წევრები საკითხთან დაკავშირებით  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის
წინა სტატია შიდა ქართლში სატენდერო სკანდალი გრძელდება. საექსპერტო-საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპი" კასპის, ქარელისა და ხაშურის
სტატიის გაგრძელება "ოპტიმალ გრუპმა" შესყიდვების სააგენტოში გორის მერიას დავა მოუგო და ის ტენდერი გააუქმებინა, რომლის
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ,
წინა სტატია კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016-ი“, რომელსაც ფოთის მერიამ ხელშეკურლება მალთაყვაში შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების
დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ
თბილისის მერი კახა კალაძე საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს. დედაქალაქის
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, მაშინ როდესაც ქუთაისის მერიამ 1
აჭარის მთავრობის თავმჯდმარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ინვესტორებთან ახალი შეთანხმებას მიაღწიეს და ქალაქში შეჩერებული მშენებლობები განახლდება.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე
წინა სტატია ფოთში 3 კორპუსის ევროპულ სტილში რეკონსტრუქციის პროექტში მუნიციპალიტეტმა 1 400 000-მდე ლარი დახარჯა. შენობის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ფოთში რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსში წყალი ჩადის, რამაც მოსახლეობის საცხოვრებელები დააზიანა. ინფორმაციას
წინა სტატია სტატიის გაგრძელება დეველოპერული კომპანია "m²“ ზუგდიდის სკეიტპარკის ტერიტორიაზე 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. კომპანიის
%d bloggers like this: