ხაბეიშვილი: ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

100

სტატიის გაგრძელება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი ეცვლება და იქ 18 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აღნიშნული საკითხის განხილვას ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათი მოჰყვა. ხაბეიშვილმა აღნიშნული ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა გააპროტესტა.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ამჟამად საზოგადოებრივად საქმიანი ზონის სტატუსი აქვს და იგეგმება, რომ  საცხოვრებელი ზონა ექვსით შეიცვალოს. მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე, იმის ნაცვლად, რომ სამრეწველო დანიშნულების შენობები აშენებულიყო თვრამეტი, ცხრა სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

„ტერიტორიაზე, სადაც ქარხნები უნდა ყოფილიყო და დაგვპირდნენ, რომ ადამიანები დასაქმდებოდნენ, ახლა გვითხრეს, რომ თვრამეტი ცხრა სართულიანი კორპუსი ჩაიდგმება. ნარმანიას იქ თავის დროზე მიწერილი აქვს, რომ კორპუსის მშენებლობა არ შეიძლება და იქ მხოლოდ ქარხნები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლებოდა. აღნიშნული ინიციატივა მერიიდან არის შემოსული და უმრავლესობას ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული აქვს. თუმცა მას ჩვენ ვაპროტესტებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.